არჩევნები 2024

NGO-ები: არც ერთი ოპოზიციზიური პარტიის წევრი არ უნდა შევიდეს პარლამენტში

21-მა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში საუბარია არჩევნების შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე.

NGO-ები წერენ, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია პარლამენტში არ უნდა შევიდეს და უნდა მოხდეს ქართული ოცნების საერთაშორისო იზოლაცია.

გთავაზობთ განცხადებას:

  1. ჩვენი ყველას მიზანი ხელახალი, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების მიღწევაა. ამ მიზანზეშეთანხმება აუცილებელია საზოგადოების ყველა ჯგუფს შორის.
  2. ძალაუფლებაში მყოფმა ქართულმა ოცნებამ ვერ უნდა მოიპოვოს ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით. ამისთვის საჭიროა შეურიგებლობა მოპარული არჩევნების შედეგებთან, "ე.წ. ხელისუფლებასთან" თანამშრომლობაზე უარის თქმა ყველა ფორმატში.
  3. უნდა მოხდეს საერთაშორისო იზოლაცია იმ პოლიტიკური ძალის, რომელმაც ხელისუფლებაკრიმინალის გზით მოიპოვა; ამისთვის უნდა გაგრძელდეს მუშაობა საერთაშორისო არაღიარებისშესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად;
  4. სადამკვირვებლო ორგანიზაციები გამოვხატავთ მზადყოფნას ევროკავშირის ტექნიკურ მისიასმივაწოდოთ საარჩევნო დარღვევების დოკუმენტირებული მტკიცებულებები, შევახვედროთმოწმეები.
  5. საერთაშორისო საზოგადოებას მნიშვნელოვანია ეცნობოს იმ პირთა ვინაობა, ვინც ბიძინაივანიშვილის უკანონო ბრძანებებს ასრულებდა არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებით. საერთაშორისო საზოგადოებამ კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს იმ პირთაწინააღმდეგ ვინც ივანიშვილს არჩევნების გაყალბებასა და გაყალბების სქემების განხორციელებაშიეხმარებოდა.
  6. აუცილებელია ოპოზიციური ძალების ქმედებების კოორდინაცია და ერთიანი მოთხოვნის  კომუნიკაცია არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის და ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე, როგორცქვეყნის შიგნით ასევე, საერთაშორისო პარტნიორებთან.
  7. ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნების ლეგიტიმურობას, არ უნდა მოოღონმონაწილეობა პარლამენტის მუშაობაში. არც ერთი ოპოზიციური პარტიის წევრი არ უნდა შევიდესპარლამენტში;
  8. მნიშვნელოვანია საქართველოს პრეზიდენტთან კოორდინაცია. პრეზიდენტმა არაერთხელგანაცხადა, რომ ის გააგრძელებს საკუთარი კონტაქტების გამოყენებით საერთაშორისო ზეწოლის დამოთხოვნების გასაძლიერებლად. მივესალმებით 18 ნოემბერს პრეზიდენტის მხრიდან მოვლენებისგანვითარების საკუთარი ხედვის წარმოდგენას.
  9. აუცილებელია საზოგადოების აქტიურობა და მობილიზაცია. მშვიდობიანი მასობრივი მობილიზაციადა პროტესტების მოთხოვნები მიმართული უნდა იყოს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ; მოქალაქეებო, ჩვენი სამომედო გეგმა არის ამ საპროტესტო აქციებზე დგომა. ეს არის ყველაზე დიდისაქმე, რასაც გავაკეთებთ. ხალხს დანაშაულებრივად წაგვართვეს ძალაუფლება, ჩვენ უნდადავიბრუნოთ კონსტიტუციური უფლებები, აღვადგინოთ კონსტიტუციური წესრიგი.

"უნდა გვახსოვდეს ის, რომ როგორიც იქნება საქართველოს მოქალაქეების შეურიგებლობა მიტაცებული არჩევნების მიმართ, ისეთივე იქნება საერთაშორისო საზოგადოების რეაგირება. არავინ იბრძოლებს ჩვენს ნაცვლად, მაგრამ ისინი იდგებიან ჩვენს გვერდით, თუ ჩვენ არ შევეგუებით მიტაცებულ არჩევნებს და მოპარულ ევროპულ მომავალს. მხოლოდ საერთო ეროვნული შეურიგებლობა და კოორდინაცია ყველა ჯგუფს შორის არის გზა, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს ხელახალ არჩევნებამდე." - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  2. საქართველოს ევროპული ორბიტა
  3. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  4. დაქალი.Daqali
  5. საფარი
  6. საეას იმერეთის წარმომადგენლობა
  7. დემოკრატიის მცველები
  8. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
  9. ყვარლის ევროკლუბი
  10. ღია სივრცე კავკასია
  11. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  12. სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი
  13. პროაქტივ ჯგუფი საქართველო
  14. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  15. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  16. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  17. ევროპის ფონდი
  18. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - GCRT
  19. პროგრესის სახლი
  20. პრევენცია პროგრესისთვის

კომენტარები