საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის თქმით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის გერმანიის პარლამენტის თანხმობაა საჭირო, თუმცა ამჟამინდელ ვითარებაში საქართველოს ამის შანსი არ აქვს.
ფიშერის ინფორმაციით, მსგავსი დასკვნა გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონ ჰოფრაიტერმა თბილისში ვიზიტის შემდეგ გამოიტანა.
ამის შესახებ ფიშერმა თავის X-ზე დაწერა.
"პარლამენტის წევრი ანტონ ჰოფრაიტერი, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე 24 საათით იყო ჩამოსული თბილისში. დასკვნა: გერმანიის კონსტიტუციის 23-ე მუხლი და კონკრეტული კანონი (გერმანელი იურისტებისთვის: EUZBBG) მოითხოვს პარლამენტის თანხმობას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისთვის. ამჟამინდელ ვითარებაში, საქართველოსთვის ამის შანსი არ არსებობ" - წერს ფიშერი.





