არჩევნები 2024

მდინარაძე: პრეზიდენტის არჩევის თარიღს მომდევნო დღეებში, პარლამენტის სხდომაზე განვსაზღვრავთ

მამუკა მდინარაძე ქართული ოცნების რიგით მე-8 ყრილობაზე
ზურა ცერცვაძე/ტაბულა

ქართული ოცნების აღმასრულებელი დირექტორის, მამუკა მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის არჩევის თარიღს ქართული ოცნება პარალმენტის პირველი სხდომის შემდგომ განსაზღვრავს. 

"მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა იყოს ჩანიშნული პარლამენტის პირველი სხდომის შემდგომ. ამის კონკრეტული ვადა არის განსაზღვრული. მომდევნო დღეებში, ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როდესაც პირველი სხდომა ჩაინიშნება საქართველოს პარლამენტში" – ამბობს მდინარაძე ბრიფინგზე.

ამავდროულად, მდინარაძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ქართული ოცნების პრემიერმინისტრობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე, ხოლო პარლამენტის თავჯდომარის თანამდებობაზე კანდიდატად შალვა პაპუაშვილი იქნება.

კომენტარები