საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს, 20 ნოემბერს არჩევნების შედეგების კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის სარჩელი დაარეგისტრირა.
სარჩელის დასაშვებობის საკითხის განსახილველად სასამართლო პლენუმი შეიკრიბება.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეკა ბესელიამ 19 ნოემებრს შეიტანა. სარჩელი ორი კონსტიტუციური პრინციპის, ხმის მიცემის ფარულობისა და ხმის მიცემის საყოველთაობის დარღვევას ეხება.





