შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეებისთის მიცემული 15-წუთიანი ვადის გასვლის შემდეგ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან შეკრებილებმა მელიქიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლეს.
დემონსტრანტებთან ერთად მელიქიშვილის გამზირზე გადავიდა სამართალდამცველთა ნაწილიც, სადაც მათ კორდონი გააკეთეს.
"ჯერჯერობით ამ ლოკაციაზე გავჩერდით. ხედავთ მგონი ყველანი, სადაც გავჩერდით. დანარჩენი, თუ რამე მოთხოვნა იქნება, აუცილებლად ვეტყვით. ჯერჯერობით ამ ლოკაციაზე ვჩერდებით და ამ ეტაპზე, ჯერჯერობით ვაძლევთ მანიფესტანტებს უფლებას, რომ მიიღონ მონაწილეობა აქციაში." - განაცხადა საპატრულ პოლიციის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მანამდე, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა, რომ სამართალდამცველებთან "ხელჩართულ ჩხუბში" ჩაბმას არ აპირებენ და ამიტომ მელიქიშვილის გამზირზე გადაიწევიან.





