ოკუპირებული აფხაზეთი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა

ასლან ბჟანია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა მარიონეტული რეჟიმის ლიდერის, ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომის განცხადება განიხილა და მას მხარი დაუჭირა

მარიონეტული რეჟიმის პარლამენტის სხდომას 31 ე.წ. დეპუტატი დაესწრო, აქედან 28-მ ბჟანიას გადადგომას მხარი დაუჭირა, 1-მა ხმა გადადგომის საწინააღმდეგოდ მისცა, 2 ბიულეტენი კი გაბათილდა. 

მარიონეტული რეჟიმის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მარიონეტი ვიცე-პრეზიდენტი, ბადრა გუნბა იქნება. 

მანამდე, ე.წ. ასლან ბჟანია თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას ხელი მოაწერა. 

ხელშეკრულების პუნქტების მიხედვით, გუნბა თანამდებობიდან გაათავისუფლებს მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრემიერმინისტრს, ალექსანდრ ანქვაბს, რომლის ადგილსაც ვალერი ბგანგა ჩაანაცვლებს. 


ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციების მიზეზი რუსეთთან გასაფორმებელი საინვესტიციო კანონი და მისი შინაარსი გახდა. ბჟანიას რეჟიმის ოპოზიციონერები ხაზს უსვამენ, რომ მათ რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა მათთვის პრობლემას თავად ე.წ. პრეზიდენტი წარმოადგენს. დემონსტრანტებმა ე.წ. პარლამენტის შენობაში შეღწევა შეძლეს.

15 ნოემბერს, სოხუმში მომიტინგეები თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობის ეზოში შეიჭრნენ და შენობას ალყა შემოარტყეს.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტში ჩაიშალა სოხუმსა და მოსკოვს შორის საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი.

დე ფაქტო ოპოზიციამ ე.წ. სახელმწიფო შენობათა კომპლექსი დაიკავა. აქციის მონაწილეები ბჟანიას გადადგომას ითხოვდნენ.

კომენტარები