ოკუპირებული აფხაზეთი

ბჟანია ე.წ. სამართალდამცველებს მნიშვნელოვანი ობიექტების სამხედრო წესდებით დაცვას სთხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტი ლიდერი, ასლან ბჟანია

დემონსტრაციების ფონზე, ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. სამართალდამცველებს მოუწოდა, რომ მნიშვნელოვანი ობიექტები "სამხედრო წესდების" შესაბამისად დაიცვან. 

"იყო ზეწოლის მცდელობა, შეეღწიათ შსს-სა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობების კომპლექსში. გაცემულია შესაბამისი ინსტრუქციები მსგავსი სცენარის განვითარების დაუშვებლობასთან დაკავშირებით, სამხედრო წესდების მიხედვით მოქმედებით." - თქვა ბჟანიამ რუსეთის პირველი არხის ეთერში.

ბჟანიას თქმით, ორშაბათის ღამეს სცადეს ე.წ. სახელმწიფო ტელევიზიის შენობასა და სხვა დაწესებულებებში შეღწევა. რუსული მედიის ცნობით, სოხუმში, სატელევიზიო ცენტრის მახლობლდა სროლა მოხდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში საპროტესტო აქციები რუსეთთან გასაფორმებელი საინვესტიციო კანონი და მისი შინაარსი გახდა. ბჟანიას რეჟიმის ოპოზიციონერები ხაზს უსვამენ, რომ მათ რუსეთთან კარგი ურთიერთობა სურს, თუმცა მათთვის პრობლემას თავად ე.წ. პრეზიდენტი წარმოადგენს. დემონსტრანტებმა ე.წ. პარლამენტის შენობაში შეღწევა შეძლეს. ბჟანიას რეჟიმსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

კომენტარები