სოხუმში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად, კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, სურთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება მალე მოგვარდეს და სიტუაცია ე.წ. "კონსტიტუციის" ფარგლებს არ გასცდეს.
"რუსეთისა და აფხაზეთის ორმხრივი ურთიერთობა ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია... რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ რესპუბლიკაში ვითარების უსწრაფეს ნორმალიზებას და ვისურვებდით, რომ სიტუაცია სრულიად კონსტიტუციურ კალაპოტში დარჩეს." – თქვა პესკოვმა.





