საქართველო-გერმანია

გერმანია: საქართველოს არჩევნების დარღვევები უნდა გამოიძიონ, EU-სთან ურთიერთობა გადაიხედოს

Michael Kappeler/picture-alliance/dpa/AP

ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელების მინისტერიალის პარალელურად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ღონისძიების შეჯამება, რომელშიც გამოხატულია უწყების პოზიცია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დარღვევების ცნობები გამოძიებული უნდა იყოს და უნდა გადაიხედოს ევროკაშირისა და საქართველოს ურთიერთობაც.

"რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებოდით საქართველოს მთავრობა როგორ აქცევდა ზურგს ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. ახლა არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებმა ასევე დაადასტურეს დარღვევები, რომლებიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე 26 ოქტომბერს მოხდა. ჩვენ მოვუწოდებთ, სრულად და გამჭვირვალედ იქნას გამოძიებული ყველა საჩივარი და ბრალდება. ასევე საქართველოსთან ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გადაიხედოს, მათ შორის ევროკავშირის მხარდამჭერი ქმედებები საქართველოს მიმართ გაწევრიანების პროცესის კონტექსტში." – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში.

18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალი დაიწყო. მაღალჩინოსნებმა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს მოვლენებიც განიხილეს.

კომენტარები