აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დაგ ბურგამი დაასახელა.
ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ჩაიბარებს დეპარტამენტს, რომელიც პასუხისმგებელია ბუნებრივი რესურსებისა და ფედერალური მიწების მართვაზე. ასევე, ეს თანამდებობა მოიცავს მნიშვნელოვან როლს გარემოსდაცვით და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ რიგ საკითხებში.
ბურგამი 2024 წელს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაციისთვის იბრძოდა, თუმცა, საბოლოოდ კანდიდატურა მოხსნა და მხარი დონალდ ტრამპს დაუჭირა. ამის შემდეგ ის ტრამპის საარჩევნო კამპანიის მრჩეველი გახდა, განსაკუთრებით ენერგეტიკის საკითხებში.
ბურგამი, რომლის თანამდებობაზე დამტკიცებასაც, სენატის მხარდაჭერა ჭირდება, ამჟამად მეორე ვადით, ჩრდილოეთ დაკოტას გუბერნატორია.