რუსეთი-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდ. კორეამ რუსეთს, სავარაუდოდ, Koksan-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარები გადასცა

14 ნოემბერს ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ვიდეო და ფოტო მასალა, რომელზეც, სავარაუდოდ, რუსეთში ჩრდილოეთ კორეული Koksan-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარების გადაადგილება ჩანს.

გავრცელებულ მასალებში საარტილერიო სისტემა რკინიგზის გამოყენებით გადაადგილდება.

Status-6-ს ინფორმაციით, რომელმაც მატარებლის და აღჭურვილობის ადგილმდებარეობა დაადგინა, კადრები რუსეთის ქალაქ კრასნოიარსკშია გადაღებული.

M1989 Koksan-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო სისტემა იყენებს საკმაოდ უნიკალურ 170 მმ-იან კალიბრს, რომელსაც გრძელ ლულასთან კომბინაციით სროლა 40-60 კმ მანძილზე შეუძლია. ეს მოდელი, ძირითადად, მოწინააღმდეგის სიღრმეში შორი რადიუსის საარტილერიო იერიშების მისატანადაა განკუთვნილი.

 

სურათზე M1989 Koksan-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო სისტემა ჩრდილოეთ კორეის სამხედრო პარადზე.

კომენტარები