ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა, მარგარიტის სხინასმა ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე, 26 ოქტომბრის არჩევნებზე, მიმდინარე მოვლენებსა და ქართული ოცნების ანტი-ევროპულ პოლიტიკაზე ისაუბრა.
ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ სამომავლოდ, საქართელოს მთავრობასთან ნებისმიერი ურთიერთობა "მკაფიო და მკაცრ პირობებზე" იქნება დაფუძნებული.
"არჩევნების შემდეგ, ათასობით ადამიანი, მშვიდობიანი დემონსტრაციის ფარგლებში გარეთ გამოვიდა - ისინი აჟღერებდნენ მათ უკმაყოფილებას ჩატარებული არჩევნების და მიღებული შედეგების მიმართ.
ბევრ მათგანს ხელში ევროკავშირის დროშა ეჭირა და როცა ჩვენ ევროკავშირის დროშას ვხედავთ მშვიდობიანი დემონსტრანტების ხელში, ჩვენ ვხვდებით, რომ ეს ასევე გვეხება ჩვენ და არამხოლოდ მათ.
მსურს ევროკომისიის სახელით ხაზი გავუსვა სამ ძირითად პუნქტს ევროპის პასუხიდან:
ივნისის შემდეგ, ევროკავშირმა მკაფიოდ უპასუხა საქართველოში დემოკრატიის უკან დახევას - წევრ ქვეყნებთან კოორდინაციით, ჩვენ საქართველოს მთავრობასთან შევამცირეთ პოლიტიკური კონტაქტი და შევაჩერეთ კრიტიკული დახმარება
შეჩერდა 13 მილიონი ევროს დახმარება ევროპული დაწესებულებების ფარგლებში და 121 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება, რომელიც პირდაპირი დახმარების სახით გადაეცემოდა საქართველოს მთავრობას - შედეგად ასევე შეჩერდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებიც.
მიღებული ზომები დარჩება იქამდე, სანამ საქართველოს მთავრობა არ შეცვლის მისი ქმედების კურსს.
ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას, რომლებიც დემოკრატიის ფუნდამენტურ ნიშანსვეტად რჩებიან.
ასევე, არჩევნების შემდგომ, ევროკავშირმა ცხადად დააფიქსირა მისი პოზიცია და საქართველოს მთავრობას, არჩევნებზე გამოკვეთილი დარღვევების შესახებ მოუწოდებდა.
საქართველოს მთავრობასთან ნებისმიერი ურთიერთობა სამომავლოდ იქნება მკაფიო და მკაცრ პირობებზე დაფუძნებული, რაც ასევე ასახულია ჩვენი კომისიის გაფართოების ანგარიშებში.
მთავრობამ უნდა აღადგინოს ურთიერთობა ევროკავშირთან და გაითვალისწინოს მიგნებები 9 პუნქტიანი გეგმიდან, რომელიც ევროკომისიამ მათ გადასცათ.
ასევე, საქართველოს მთავრობამ უნდა გაიაზროს, რომ ფეიქ ნიუსები, ანტი-ევროპული რიტორიკა უკან უნდა იქნეს გაწვეული ისევე, როგორც კანონი "ოჯახური ღირებულებების" და "უცხოური გავლენების" შესახებ.
კანონების უკან გაწვევის და დემოკრატიული რეფორმების გატარების გარეშე, საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება განვითარება პროგრესის გზაზე - საქართველოსთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს ევროპულ გზაზე.
პირობები ცხადი და მკაფიოა - დემოკრატია და სამართლებრივი მმართველობა". - თქვა სხინასმა





