ჩვენ არ ვართ აწყობილი ქართული ოცნების განცხადებებსა და დღისწესრიგზე. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი და დღეს, ამ ქვეყანაში ოპოზიცია ვკარნახობთ ქართულ ოცნებას დღისწესრიგს, ეს აქამდეც ასე უნდა ყოფილიყო და ეს არის ერთადერთი გამოსავალი.
ჩვენ ვიცით, რომ ისინი 16 ნოემბერს აპირებენ შედეგების გამოცხადებას და ძალიან ჩქარობენ. მოგეხსენებათ, რომ ფეხბურთია, საქართველო-უკრაინა, ბათუმშია თამაში და გათვლა არის იმაზე, რომ არავის არ ეცლება ამისთვის. მინდა, დავარწმუნო ქართული ოცნება, ყველას ყოველთვის ეცლება ჩვენი სამშობლოსთვის. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის პატრიოტები, ფეხბურთში საქართველოს ნაკრების გულშემატკივრობასაც მოვასწრებთ და ქართული ოცნების განეიტრალებასაც. დანარჩენს ნახავთ მოვლენების კვალდაკვალ.
არჩევნები 2024