ვიღაცას სურს, წაგართვათ თავისუფლება, ვიღაცას სურს, წაგართვათ დემოკრატია, თქვენი ქვეყანა, თქვენი წევრობა ევროკავშირსა და NATO-ში. არ დანებდეთ, იბრძოლეთ თქვენი თავისუფლებისთვის, იბრძოლეთ დემოკრატიისთვის, იბრძოლეთ თქვენი ქვეყნისთვის, იბრძოლეთ თქვენი წევრობისთვის ევროკავშირსა და NATO-ში და გახსოვდეთ, არ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების ორბანისეული გზა. არ არსებობს რუსული ოცნება, არსებობს ევროპული ოცნება და თქვენ ამ ევროპის ნაწილი ხართ. არის, ესტონეთის გზა, პოლონეთის გზა, გერმანული გზა, ფრანგული გზა. თქვენ უნდა იყოთ საუკეთესო რომ ევროპაში შეხვიდეთ. უნდა გაგაჩნდეთ გეგმა, უნდა იმუშაოთ მასზე, უნდა შეასრულოთ იმიტომ, რომ ნაჩუქარი თავისუფლება არ არსებობს, უნდა მოიპოვოთ 24-საათიანი მუშაობით ეს თავისუფლება და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ამ გზაზე თქვენთან! თქვენ ხართ ევროპა
tbl.ge/6yoy
დაკოპირდა
მიმართა ლიტვის პარლამენტის ვიცესპიკერმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა პარლამენტთან შეკრებილებს.
ამავე თემაზე
- დასავლეთმა უნდა გამოაცხადოს, რომ ახალ საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს – მიჰკელსონი
- "ეს გზა ღვთისმშობლის ტაძართან მიმიყვანს?" - თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი
- გვარამია: საკონსტიტუციომ უარი თქვა უფლებამოსილებაზე და ღიად ჩაერთო უზურპაციაში
- იმერლიშვილი: საკონსტიტუციოში არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება პარტიული სიმპათიებით
- საკონსტიტუციომ პრეზიდენტის და ოპოზიციის სარჩელები განსახილველად არ მიიღო