Mattel

Mattel-მა სათამაშოების ყუთებზე დაბეჭდილი პორნოგრაფიული საიტის ბმულის გამო ბოდიში მოიხადა

სათამაშოების მწარმოებელმა კომპანია Mattel-მა საბავშვო თოჯინების ყუთებზე დატანილი პორნოგრაფიული ვებსაიტის გამო ბოდიში მოიხადა. მომხარებლებმა პატარა სარეკლამო ბმული ახალი ფილმის - ალქაჯის (Wicked) სათამაშოების ყუთებზე აღმოაჩინეს. ვებსაიტს მომხარებელი ამავე სახელწოდების პორნოგრაფიულ ვებსაიტზე გადაჰყავდა.

"Mattel აცნობიერებს Mattel Wicked კოლექციის თოჯინების შეფუთვებზე ბეჭდურ შეცდომას. ეს კოლექცია ძირითადად აშშ-ში გაიყიდა. თავდაპირველი ჩანაფიქრით, ვებსაიტის ლინკს მომხარებელი ფილმის ოფიციალურ გვერდზე - WickedMovie.com-ზე უნდა გადაეყვანა. ჩვენ ძალიან ვწუხვართ მომხდარი შეცდომის გამო და ვიღებთ დაუყოვნებლივ ზომებს ამის გამოსასწორებლად". - ამბობს კომპანია ოფიციალურ განცხადებაში.

ბმულს, რომლის სახელშიც სიტყვა "Movie" გამოტოვებულია, მომხმარებელი მსგავსი სახელწოდების, თუმცა სრულიად სხვა შინაარსის ვებსაიტზე გადაჰყავს.

"მშობლებს ვაფრთხილებთ, რომ ეს არასწორად დაბეჭდილი, არასწორი ვებსაიტი არ არის ბავშვებისთვის შესაფერისი. მომხმარებლებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს პროდუქტი, ვურჩევთ, გადააგდონ პროდუქტის შეფუთვა ან დაფარონ ბმული. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდნენ Mattel-ის მომხმარებელთა სერვისს" - თქვა Mattel-მა.

კომენტარები