Mattel

Mattel-მა გენდერულად ნეიტრალური თოჯინები გამოუშვა

ბარბების შემქმნელმა ბრენდმა Mattel-მა გენდერულად ნეიტრალური თოჯინების ახალი ხაზი გამოუშვა.

კომპანიის თქმით, ახალი თოჯინები სრულად არიან თავისუფლები ყველანაირი "იარლიყისგან". მათივე თქმით, ეს გადაწყვეტილება თანამედროვე ბავშვების მოთხოვნების შესაბამისად მიიღეს, - "ბავშვებს აღარ სურთ თავიანთი თოჯინები დაყოფილები იყვნენ გენდერული ნიშნით".

ახალი ხაზის თოჯინების შეძენის შემთხვევაში, მათ სამოსად როგორც შარვლები, ასევე კაბები, მოკლე და გრძელი თმა მოჰყვება.

ბრენდის თქმით, ბავშვი თავად აარჩევს და მოარგებს თოჯინას იმ სტილს, რომელიც თავად სურს.

კომენტარები