ევროკავშირი-საქართველო

ჯაფარიძე EU-ს დელეგაციაზე: ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრები არიან, მათი მზაობა ცალსახაა

ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრები, მათ აბსოლუტურად ადეკვატური წარმოდგენა აქვთ, რაც მოხდა - ისინი ფიქრობენ როგორ დაეხმარონ ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ის რისთვისაც იბრძოდნენ მთელი თაობები ქართველი ხალხის, ამიტომ მათი მზაობა არის ცალსახა.

ისინი აპირებენ, თავიანთ მთავრობებსაც გადასცენ ზუსტად ის მოსაზრება, რაც ჩამოყალიბებული აქვთ - აქ, რაც ჩატარადა 26 ოქტომბერს ვერ დაერქვა ვერც თავისუფალი, ვერც სამართლიანი არჩევნები, ის იქნა მიტაცებული (მთელი პროცესი), ეს პოზიცია არის ჩამოყალიბებული უკვე ევროპაში.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქართულ ოცნებას ქვეყანა მიყავს დაღუპვისკენ, ქართულ ოცნებას ჩვენი ხალხი მიჰყავს უფსკრულისაკენ და ეს უნდა შევაჩეროთ.

თქვა, კოალიცია ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

კომენტარები