10 ნოემბერს, 18:00 საათზე, ჯგუფი დაიტოვე თავისუფლების მოედნიდან მსვლელობას გამართავს.
"ეს არის დაიტოვეს გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისი და გვსურს, ამ მსვლელობით საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენ შემდეგ ერთობლივ ბრძოლას. ვთვლით, რომ ამ ჯგუფის ყოველი წევრი არის რეალური პროტესტის მთავარი მამოძრავებელი ძალა და აუცილებელია, ჯგუფში არსებული განწყობა ქუჩაში გადავიდეს.
ვხვდებით, რომ ბევრი ჩვენგანი სხვადასხვა მიზეზით საკუთარ როლს მიმდინარე პროცესებში ვერ ვპოულობთ. ამიტომ, გვინდა, რომ ყველა საერთო სახალხო პროტესტის ნაწილი გავხვდეთ. თითოეული ადამიანის ჩვენ გვერდით დგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. გელოდებით ყველას კვირას. სანამ ერთი ადამიანი მაინც აგრძელებს ბრძოლას, ამ ბრძოლას აქვს აზრი". - წერია დაიტოვეს განცხადებაში.





