პრობლემა არის ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა, მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც უშუალოდ მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45% უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, მოლდოვა არის დსთ-ს წევრი ქვეყანა, მოლდოვას არ დაუწესებია სანქციები, ისევე როგორც ჩვენ და ამ დროს, თქვენ ხედავთ, რომ მოლდოვის მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება, საქართველოს მიმართ - განსხვავებული. ეს ხომ არის ცალსახა უსამართლობა, ამაზე უხეში უსამართლობა სად შეიძლება ნახოთ, არის აშკარა, ცალსახა, უხეში უსამართლობა.
ნუ, არ ვიცი, ვიღაცებს უნდოდათ საქართველოში ისეთი ძალების დაბრუნება, რომლებიც 2012 წლამდე აწამებდნენ, კლავდნენ ადამიანებს, იტაცებდნენ ბიზნესებს. ვიღაცებს, ვიღაცებს [ევროპიდან] კი. თქვენ იცით, რომ იყო სერიოზული გავლენები ოფიციალურ სტრუქტურებზე ევროკავშირსა და აშშ-ში და მე ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპის არჩევასთან ერთად ეს გავლენებიც მნიშვნელოვნად შესუსტდება, არ გაქრება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მნიშვნელოვნად შესუსტდება.