რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანა, დაღუპულია 4 ადამიანი, დაშავებულია 18

უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სახელმწიფო სამსახური

7 ნოემბერს ზაპოროჟიეზე რუსეთის მიტანილ იერიშს, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 18. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ჯერ კიდევ ადამიანები იყვნენ.

თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფედოროვი, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებენ.

"ზაპოროჟიეზე რუსული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან ორი დაჭრილი ბავშვი და ერთი დაშავებული ქალი ამოიყვანეს. დაზარალებული ქალბატონი მესამე სართულზე ცხოვრობდა, მაგრამ შენობის ჩამონგრევის შემდეგ მეორე სართულზე აღმოჩნდა".- ამბობს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი იგორ კლიმენკო. ასევევ მისი თქმით, ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იყვნენ, ვისი ამოყვანაც ამ დრომდე არ მოხერხდა.

 

კომენტარები