არჩევნები 2024

თოლორაია: პროკურატურა იძიებს არა გაყალბებას, არამედ როგორ არ გააყალბა არჩევნები ცესკომ

გუშინდელმა ჩემმა დაკითხვამ ძალიან კარგად აჩვენა ის, რაც წინა პერიოდშიც ჩანდა, რომ პროკურატურა იძიებს არა არჩევნების გაყალბების საქმეს, არამედ იძიებს იმას, როგორ არ გააყალბა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ეს არჩევნები.

ზოგადად, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი რომ მწყობრიდან არის გამოსული, ამაზე საუბარი დიდი ხანია მიდის, თუმცა აქამდე იმიტაციის მცდელობა მაინც იყო იმის ჩვენების, რომ რაღაც ფორმალურად მაინც ინსტიტუტები მუშაობენ. მე ასეთი უმოქმედო სამართალდამცავი ორგანოები ნამდვილად არ მახსოვს არცერთი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში.

[...] ამ სიტუაციაში ეფექტიანად რომ ემოქმედათ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ შეესრულებინათ თავიანთი მანდატი, დაეწყოთ გამოძიება პირადობების ჩამორთმევის იმ მასობრივ ფაქტებზე, დაეწყოთ გამოძიება პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენების ფაქტებზე, რაზეც იყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის ხელში საჯარო ბაზები ხვდებოდა, რომლითაც ძალიან მარტივი იყო ამომრჩევლის მანიპულაცია - ჩვენ დღეს ეს რეალობა არ გვექნებოდა, რა რეალობაც დღეს გვაქვს და ამ არჩევნების ლეგიტიმურობაც არ დადგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ.

თქვა სადამკვირვებლო კოალიციის, ჩემის ხმის წარმომადგენელმა, ლონდა თოლორაიამ ფორმულას ეთერში.

გუშინ, 6 ნოემბერს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საქმეზე პროკურატურამ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კოალიცია ჩემი ხმის წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია და პარტიის, გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი გამოკითხა.

კომენტარები