გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, დემონსტრანტებმა იერუსალიმის ქუჩებში მსვლელობა მას შემდეგ მოაწყვეს, რაც ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანთი, თანამდებობიდან გაათავისუფლა.
მსვლელობის დროს ასევე ისმოდა მოწოდებები ჰამასის მხრიდან მძევლების გათავისუფლების შესახებ.
გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეებმა ნეთანიაჰუს სახლამდე მისასვლელად რამდენიმე ბარიკადის გარღვევა შეძლეს, თუმცა მათი შეკავება პოლიციამ შეძლო.
ადგილზე პოლიციამ წყლის ჭავლის მანქანები განალაგა, მაგრამ ამ დროისთვის მათი გამოყენება ჯერ არ მომხდარა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ახლა ისრაელ კაცი დაინიშნება, რომელსაც ამჟამად ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი უკავია. თავის მხრივ, ისრაელ კაცს საგარეო მინისტრის თანამდებობაზე გიდეონ საარი ჩაანაცვლებს.