არჩევნები 2024

ირანის პრეზიდენტი კობახიძეს ქართული ოცნების გამარჯვებას ულოცავს

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე და ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზექშიანი
https://georgia.mfa.gov.ir/

ირანის პრეზიდენტი, მასუდ ფეზექშიანი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვებას ულოცავს. 

ფეზეშქიანის მიმართვას საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს.

მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია ქართული ოცნების გამარჯვება.

იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი.

უფალს შევთხოვ თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს.

დღემდე ქართულ ოცნებას არჩევნებში გამარჯვება შემდეგმა ქვეყნებმა მიულოცეს: რუსეთმა, ჩინეთმა, ვენესუელამ, თურქეთმა, უნგრეთმა, აზერბაიჯანმა, სომხეთმა და ირანმა. 

კომენტარები