ესტონეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი წერს, რომ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი იყო, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები კი უსამართლოდ ჩატარდა და გაყალბდა.
ამის შესახებ ის X-ზე წერს.
"რა განსხვავებაა მოლდოვისა და საქართველოს არჩევნებს შორის? მოლდოვაში არჩევნები თავისუფალი, საქართველოში კი გაყალბებული და უსამართლო იყო". - წერს მიჰკელსონი.
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ხმების 99.86%-ის დათვლის შემდეგ, მაია სანდუმ გაიმარჯვა. მის კანდიდატურას მხარი ამომრჩევლების 55.41%-მა დაუჭირა, ალექსანდრ სტოიანოგლომ კი ხმების 44.59% მიიღო