ქართული ოცნება

პაპუაშვილი: მშვიდობის პოლიტიკით ეკონომიკური პრობლემებისგან ევროპაც გადავარჩინეთ

ქართველი ხალხი დგას იმ პოლიტიკის უკან, რომ სანქციები არ დაწესდეს, ომში მოხალისეები არ გაიგზავნოს და ჩვენ გარშემო სხვა ქვეყნებთან ესკალაციაში არ შევიდეთ [...] გარშემო გავიხედოთ, ფაქტობრივად, ცეცხლის რკალში ვართ. და მოვახერხეთ ის, რომ ოკუპაციის პირობებშიც კი, ფაქტობრივად, საქართველო მშვიდობის ოაზისია. ეს მშვიდობა არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არამედ ეს სხვა ქვეყნებისთვისაც მნიშვნელოვანია.

დღეს საქართველო არის რეალური ხიდი და ტრანზიტის შესაძლებლობა ევროპასა და აზიას შორის. ყველა ეს ტვირთი დღეს საქართველოზე გადის. ამიტომ, ამ მშვიდობით ვსარგებლობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ სხვა ქვეყნებიც. თორემ, აქ რომ არეულობა ყოფილიყო, მერე ეკითხა ევროპას, რა ეშველებოდა, როცა ეს დერეფანიც ჩაკეტილი იქნებოდა და მერე ენახათ ევროპაში, როგორი ეკონომიკური კრიზისი დაუდგებოდათ. სინამდვილეში, ქართულმა ოცნებამ და ქართველმა ხალხმა თავისი არაესკალაციის პოლიტიკით, ეკონომიკურ კრიზისს, კოლაფსსა და შესაძლო სამხედრო დაპირისპირებას გადაარჩინა არა მხოლოდ საქართველო, არამედ ეკონომიკური პრობლემებისგან ევროპაც გადაარჩინა. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები