უგანდა

უგანდაში მეხის დაცემის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა

უგანდაში, დევნილთა ბანაკში მეხის დაცემის შედეგად 13 ბავშვი და ერთი ზრდასრული პირი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა შაბათ საღამოს მოხდა, როცა დაზარალებულები ეკლესიაში წირვას ესწრებოდნენ. 

მომხდარის შედეგად ასევე დაშავდა 34 ადამიანი.

უგანდის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ზრდასრული პირი, რომელიც დაიღუპა 21 წლის იყო, ხოლო უწყება გარდაცვლილი ბავშვების ასაკს ამ დრომდე არ ასახელებს. 

კომენტარები