რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი უგანდელი ოლიმპიელის, რებეკა ჩეპტეგეის ყოფილი შეყვარებული, რომელმაც ათლეტს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა, საავადმყოფოში, თვითონაც დამწვრობებისგან გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა BBC შესაბამისი საავადმყოფოს თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოლიმპიელ ათლეტს, რებეკა ჩეპტეგეის 1-ელ სექტემბერს აწ უკვე გარდაცვლილმა შეყვარებულმა, დიკსონ ნდიემამ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ჩეპტეგეი 5 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდარის შედეგად დამწვრობები მიიღო ნდიემამაც, რის გამოც მას დღემდე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ.
33 წლის უგანდელი მორბენალი, რებეკა ჩეპტეგეი, რომელიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებში იღებდა მონაწილეობას, 1-ელ საავადმყოფოში მრავლობითი დამწვრობით გადაიყვანეს.
ჩეპტეგეი კენიაში ცხოვრობდა. პარტნიორი მამაკაცი მას თავს მაშინ დაესხა, როცა იგი სახლში ეკლესიიდან ბრუნდებოდა.
"წყვილი სახლის გარეთ ჩხუბობდა, რომლის დროსაც დაინახეს, თუ როგორ ასხამდა მას შეყვარებული სითხეს, სანამ ცეცხლს წაუკიდებდა" - უთხრა ადგილობრივი პოლიციის უფროსმა მედიას.
BBC-ის ინფორმაციით, ადგილობრივი ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ჩეპტეგეისა და მის პარტნიორს შორის კონფლიქტი მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო. პოლიციას საქმეზე გამოძიება დაწყებული აქვს.





