არჩევნები 2024

ბიულეტენების სისქის პრობლემაზე ცესკოსგან მივიღეთ პასუხი, რომ სატესტო ვერსია იყო - დოლიძე

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის თქმით, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა არჩევნებამდე გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრაზე, ცესკო ბიულეტენის სისქესა და ბიულეტენის უკანა მხარეს, მარკერის კვალის პრობლემა დაუფიქსირეს.

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მთვლელ მანქანასთან მიტანილი ბიულეტენის უკანა მხრიდან გაფერადებული ადგილი ჩანს.

დამკვირვებლების განცხადებით, თითქმის ყველა შემთხვევაში ბიულეტენის უკან გარჩევადი იყო სად გააფერადმა ამომრჩეველმა ბიულეტენი.

როგორც ISFED-ის აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, ორგანიზაციის თანამშრომლებმა აღნიშნულ პრობლემაზე ცესკოს წარმომადგენლისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ეს იყო "ბიულეტენის სატესტო ვერსია. 

"სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრაზე "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებმაც დააფიქსირეს ბიულეტენის სისქის პრობლემა და მარკერის კვალი უკანა მხარეს. ორგანიზაციის თანამშრომლებმა ცესკოს წარმომადგენლისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ეს იყო ბიულეტენის სატესტო ვერსია და არჩევნებზე სხვა ქაღალდი იქნებოდა გამოყენებული". - წერს დოლიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები