არჩევნები 2024

მდინარაძე მადუროზე: არაღიარების პოლიტიკის წარმატებაა, ძალიან მაგარია

მე-10 000-ე შემთხვევაა ჩვენ რომ გვთხოვენ პასუხს სხვისი მოქმედებების გამო, მათ შორის, რუსები რომ განცხადებას რომ გააკეთებენ [...] მე რა ვიცი ვიღაც რატომ შვრება რაღაცას. მაგრამ, ეს არის ძალიან კარგი, თუ იმ ადამიანმა, რომელმაც ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი აღიარა, დაინახა რეალობა, რომ აქ არაფერი არ მომხდარა, ხვალ იმ რეალობასაც დაინახავს, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ეს წინგადადგმული ნაბიჯი ყოფილა და ძალიან მაგარია. არაღიარების პოლიტიკის ერთ-ერთი პირველი წარმატებაა, ჩემი აზრით, თუ [ნიკოლას] მადურომ ის დაინახა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ლეგიტიმურად ჩატარდა, ხვალ დიდი შანსია, რომ ის აღიარება უკან წაიღოს.

ასე უპასუხა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტს ვენესუელის დიქტატორის, ნიკოლას მადუროს მიერ ოცნებისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვაზე.

მადურომ საკუთარ სატელევიზიო პროგრამაში საუბრისას თქვა, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებში ქართულმა ოცნებამ "სამაგალითოდ და ვარსკვლავურად გაიმარჯვა", ხოლო აშშ-ს საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა დააბრალა.

კომენტარები