ჩეჩნეთში მდებარე ვლადიმირ პუტინის სახელობის სპეცრაზმის უნივერსიტეტზე (РУС) უპილოტო საფრენი აპარატით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ავრცელებს.
"დღეს, 6:30 საათზე, გუდერმასში უპილოტო იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა რუსეთის სპეცნაზის უნივერსიტეტის სახურავს. დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.
საგამოძიებო ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს. РУС-ის საქმიანობა არ შეჩერებულა, ყველა სამსახური საშტატო რეჟიმში მუშაობს". – წერს კადიროვი.
ამ ეტაპზე უცნობია ვინ მიიტანა იერიში სპეცრაზმის შენობაზე. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და დაზვერვის სამსახურს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. ომის დაწყებიდან დღემდე ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკრაინული დრონი არ შეფრენილა.
რუსული სპერაზმის უნივერსიტეტი გუდერმასში 2013 წელს გაიხსნა. 2024 წელს უნივერსიტეს ვლადიმირ პუტინის სახელი მიენიჭა. უკრაინაში სრულმაშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ РУС რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსვილი დაწესებულებაა, რომელიც ახალგაზრდების გადმობირებით და ომში გაშვებით არის დაკავებული.