არჩევნები შედგა, მოსახლეობის ნება გამოხატულია, თითოეული თქვენგანის ხმა იქნება დაცული.
ჩვენ ვამხელთ ყველა იმ ცრუ მტკიცებულებას, რომლითაც ცდილობენ მცდარი აღქმების გაჩენას და მანიპულაციას. 2020-2021 წლის პროცესები საქართველოში აღარ განმეორდება. [...]
გუშინ ვნახეთ ჩვენ მათი ბრიფინგი, სადაც იყო ასე ვთქვათ, ციფრების თუ რიცხვების ბრახა-ბრუხი მართლაც, რომ თითქოს ითხოვენ 180 უბნის გაუქმებას, 300 ათასი ხმა, რაღაც მტკიცებულებები, ფოტო-ვიდეო მასალა. ეს ყველაფერი ატვირთული და ჩვენ ვნახეთ რა ატვირთეს. რაც დრო იყო, შესაძლებლობა დავაკვირდით და ნუ მართლაც და სამარცხვინოა, როდესაც ასეთი სახის ფსევდომტკიცებულებებით ცდილობენ ასეთი ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას.