ამ ე.წ არჩევნებს, რომელიც სინამდვილეში იყო რუსული სპეცოპერაცია, ჩვენ არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას. არ ვაპირებთ, გავჩერდეთ და შევეგუოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, კრემლში დაწერილ სცენარს...
...ეს არჩევნების გაყალბებაც კი არ იყო, ეს იყო არჩევნების მიტაცება და მინდა, რომ ყველამ იცოდეს, მათ ვინც ჩაიდინა ეს დანაშაული, ამ დანაშაულზე არ დავხუჭავთ თვალებს, არ არსებობს დანაშაული დამნაშავის გარეშე და დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისგება.
გაშიფრული გვაქვს ის სქემა, რომლითაც არჩევნები მიიტაცეს და ერთერთი შავი ყუთი, რომელიც ატარებს უტყუარ მტკიცებულებებს მიტაცებული არჩევნების, არის სიები, რომლის გასაჯაროებასაც ჩვენ მოვითხოვთ 24 საათში. თუ არაფერი გაქვთ დასამალი, მაშინ ამ სიებს თქვენ გაასაჯაროებთ, ხოლო თუ ამ სიებს 24 საათში არ გაასაჯაროებთ, დაემატება იმ დიდ დასტას მტკიცებულებების, რომელიც ჩვენ შეგროვილი გვაქვს თქვენი დანაშაულის სამხილებლად და ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის სიმართლე დამტკიცდეს.





