არჩევნები 2024

დავითაშვილი: ველოდებით, რომ EU-სთან და აშშ-სთან ურთიერთობები გადაიტვირთება

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ და გრძელვადიან პარტნიორებთან, გვქონდეს სტაბილური ურთიერთობები, რომლებიც ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ იქნება მიმართული. აქედან გამომდინარე, არაერთი განცხადება იყო გაკეთებული პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან როგორც საარჩევნო პროცესში, ისე წინა პერიოდში, რომ საქართველო  მოწადინებულია, ჰქონდეს კარგი ურთიერთობები როგორც ევროკავშირთან, ისე ამერიკასთან და ზოგადად პარტნიორებთან. ჩვენ ველოდებით, რომ ეს ურთიერთობები გაუმჯობესდება და გადაიტვირთება. [...]

ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა, ეკონომიკის განვითარება. საზოგადოება უახლოეს ხანებში დაინახავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი პროგრესი გვექნება ევროპასთან აღებული ვალდებულებების შესრულების კუთხითაც და რა დონის მაღალი კოორდინაცია ექნება სამთავრობო გუნდს, რომ ის ვალდებულებები, რომლებიც დაფიქსირდა, რომელიც ჩვენი კანდიდატის სტატუსის მერე განახლებული ევროპასთან ინტეგრაციისთვის აუცილებელი პირობაა, სხვა შემთხვევაში ჩვენ ევროკავშირის წევრები ვერ გავხდებით, ეს შესრულდება. ეს პრინციპული რეფორმებია, რომელზეც ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას და ჩვენ ამას განვახორციელებთ. [...]

დღეს საქართველოს ხელისუფლებას აქვს საქართველოს ხალხის მანდატი, რომ განახორციელოს რეფორმები და მივიღოთ ის პრინციპული გადაწყვეტილებები, რომელიც მოსახლეობას შევპირდით. აქედან გამომდინარე,  ველოდებით, რომ პარტნიორი ქვეყნები ამასაც აღიქვამენ ადეკვატურად და გვექნება მნიშვნელოვანი პროგრესი, მათ შორის, თანამშრომლობასა და ურთიერთობებში ყველა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორთან. საუბარია, როგორც აშშ-ზე, ისე ევროპაზე და ისე სხვა პარტნიორ ქვეყნებზე, რომლებთანაც ურთიერთობის ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს. [...]

ჩვენ გვესმის, რომ საარჩევნო პროცესი გარკვეულწილად არაორდინარული ვითარებაა. ეს პროცესი დასრულდა. საქართველოს ხელისუფლებას აქვს მანდატი. ემოციები გადაიდება გვერდზე. ახლა საუბარია პრაგმატულ პოლიტიკაზე ორივე მხრიდან - მე ამის მოლოდინი მაქვს და თანამშრომლობაზე, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს როგორც საქართველოსთვის, ისევე, ვიტყოდი, ევროკავშირისთვის.

თქვა ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები