პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიამ არჩევნები დადებითად შეაფასა. კობახიძის თქმით, ოპოზიციურმა არხებმა ორგანიზაციის პრესკონფერენცია შუაში გათიშეს, "იმდენად უკმაყოფილო დარჩნენ დადებითი შეფასებით არჩევნებთან დაკავშირებით".
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო დამკვირვებლების როლი საარჩევნო პროცესში. ჩვენ განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველა საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომელიც აკვირდებოდა საარჩევნო პროცესს. განსაკუთრებით, ეუთო/ოდირს, რომელსაც ჰქონდა განსაკუთრებული როლი დაკვირვების პროცესში. მთავარი მისია გახლდათ სწორედ ეუთო/ოდირის მისია. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ოპონენტები დარჩნენ უკმაყოფილო იმ შეფასებით, რომელიც გააკეთა არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირმა. ჩვენ ხშირად ვისმენთ ხოლმე ჩვენი ოპონენტებისგან განცხადებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ როცა საქმე ეხება ევროპელ პარტნიორებს, იქ კრიტიკაც კი დაუშვებელია. ამ შემთხვევაში გამოვიდნენ ჩვენი ოპონენტები და პირდაპირ დაუპირისპირდნენ მთავარ სადამკვირვებლო მისიას, ეუთო/ოდირის მისიას, გამომდინარე იქიდან, რომ არ მოეწონათ შემაჯამებელი ანგარიში. მე ვაკვირდებოდი, ოპოზიციურმა არხებმა შესაბამისი პრესკონფერენცია შუაში გათიშეს, იმდენად უკმაყოფილო დარჩნენ დადებითი შეფასებით არჩევნებთან დაკავშირებით" - თქვა კობახიძემ.
ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშში საუბარია ზეწოლაზე საჯარო სექტორზე, კერძო ტელევიზიების გამოყენებაზე პოლიტიკური პროპაგანდისთვის, ხმის ფარულობის დარღვევასა და სხვა დარღვევებზე.
- ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: შეშფოთებული ვარ OSCE/ODIHR-ის ანგარიში არჩევნებზე
- შარლ მიშელი: მოვუწოდებთ ცესკოს, დამოუკიდებლად გამოიძიოს საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები





