არჩევნები 2024

კარდინი: დამკვირვებლების ცნობები იმდენად შემაშფოთებელია, რამდენადაც იმედგამაცრუებელი

სენატორი ბენ კარდინი

აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა საქართველოს 26 ოქტომბრის არჩევნებზე განცხადება გაავრცელა. კარდინის წერს, რომ საარჩევნო დამკვირვებლების ცნობები შემაშფოთებელი და იმედგამაცრუებელია და წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების ქმედებებმა საქართველოს დემოკრატიული პროცესი დააზიანა. 

კარდინის თქმით, არჩევნების შემდგომი გარემოს ახლოდან დაკვირვებასა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების ფარგლებში შესაბამისი პასუხის განსასაზღვრად ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას გააგრძელებს. 

საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ცნობები იმდენად შემაშფოთებელია, რამდენადაც იმედგამაცრუებელი, და ნათელს ხდის, რომ საქართველოში არჩევნების დღე ძალადობით, დაშინებით, საარჩევნო უბნებიდან აკრედიტებული დამკვირვებლების გაძევებით და პროცედურებს შეუსაბამო აღსრულებით იყო დამახინჯებული. ეს მოჰყვება ე.წ. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მიღებით დაბინძურებულ წინასაარჩევნო პერიოდს, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს ძირს უთხრის. მმართველი პარტიის საკვანძო ფიგურების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სასჯელის მუქარებთან ერთად, ამ ქმედებებს საქართველოს დემოკრატიულ პროცესზე დიდი უარყოფითი გავლენა ჰქონდა.

საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრები არაერთხელ აფრთხილებდნენ, რომ დემოკრატიული უკუსვლა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მისწრაფებებს დასავლურ ინსტიტუტებში, მაგალითად ევროკავშირსა და NATO-ში, უფრო ღრმა ინტეგრაციისკენ - მისწრაფებებს, რომლებსაც ყველა ვიზიარებთ. გავაგრძელებ არჩევნების შემდგომი გარემოს ახლოდან დაკვირვებასა და ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა აშშ-საქართველოს ურთიერთობებში შესაბამისი პასუხი განვსაზღვროთ

კომენტარები