არჩევნები 2024

კალანდარიშვილი მარნეულზე: შსს-ს მივმართავ, სწრაფ ტემპში განახორციელოს პროცედურები

მე მინდა, სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ასეთმა შემთხვევებმა, მიუხედავად იმისა, სანამ მოხდება ამ ფაქტის დადასტურება... რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ საქმე აღძრა, მინდა ვთხოვო სამინისტროს, რაც შეიძლება სწრაფ ტემპში განხორციელდეს შესაბამისი წარმოების პროცედურები, რათა საზოგადოებას ჩვენ-ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მივაწოდოთ ობიექტური, დაზუსტებული ინფორმაცია ამ საკითხზე.

ყველა ასეთი შემთხვევა, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს, რა თქმა უნდა, აზიანებს საარჩევნო გარემოს, კენჭისყრის დღის მთლიანობას, ინსტიტუციის რეპუტაციას და იწვევს კითხვის ნიშნებს შედეგებთან დაკავშირებით.

ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გავრცელებულ კადრებზე, რომლის მიხედვითაც, მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო ყუთში ჯერჯერობით დაუდგენელი პირები ბიულეტენებს ყრიან.

კომენტარები