არჩევნები 2024

12:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 22.22%-ია

არჩევნები 2024
ფოტო: ტაბულა

12:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 22.22%-ია. ხმა 776 726-მა ამომრჩეველმა მისცა. ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი. 10:00 საათზე ამომრჩევლის აქტივობა 9.27% იყო.

2012 წელს 12:00 საათზე აქტივობა 25.88% იყო (935 278 ამომრჩეველი). 2016 წელს - 19.81% (695 948 ამომრჩეველი), ხოლო 2020 წელს - 19.41% (681 583 ამომრჩეველი).

2024 წლის არჩევნებში 3 508 294 ამომრჩეველი მონაწილეობს. 2012 წელს ეს რიცხვი  3 613 851 იყო, 2016 წელს - 3513884, ხოლო 2020 წელს - 3 511 853. 

კომენტარები