დღევანდელ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის მშვიდობის შენარჩუნება. მის გარეშე არაფერს აქვს ფასი. დღეს ჩვენს ქვეყანას, გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე როგორც არასდროს, სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, აღმშენებლობა და ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ეს არის ქართული ოცნება, ვისაც შეუძლია მშვიდობის შენარჩუნება. დღეს არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ერთ მხარეს დგანან ძალები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებენ ომში ჩართვისკენ. ეს არიან ძალები, რომლებიც მზად არიან იკადრონ ყველანაირი ბოროტება, სიბინძურე ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. არაერთხელ გვინახავს მათი ქმედებები, როდესაც ისინი ქვეყნის ხელისუფლებაში იყვნენ, დღეს შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად არიან წარმოდგენილნი იმისთვის, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თუმცა, ვნახეთ თითოეული მათგანის წარსული. საზოგადოებას არ გაუჭირდება სწორი არჩევანის გაკეთება. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ყველას, რომ გააფერადონ 41 იმისთვის, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, მოხდეს ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობა იგრძნოს თითოეულმა მოქალაქემ
tbl.ge/6y18
დაკოპირდა

თქვა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ.
არჩევნები 202426 ოქტომბერიქართული ოცნებაკახა კალაძეხმის მიცემასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024
ამავე თემაზე
- ხუჭუა: ჩემი განხილული საარჩევნო დავა სსკ-ით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნებს შეიცავს
- მარნეულში, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრისთვის 2 პირს 1-1 წლით პატიმრობა მიესაჯა
- კობერიძე: ამ არჩევნებზე ოპოზიცია არ იყო მზად
- ცესკო: სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს
- ECHR-მ არჩევნებზე ფარულობის დარღვევის შესახებ ჩვენი საჩივარი დაარეგისტრირა – საია




