ლარის კურსი

ლარი ისევ გაუფასურდა - 25 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 0.24 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.86 თეთრით. 25 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7198 ლარია, ერთი ევროსი - 2.9442 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.82 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.07 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.78 ლარია, ევროსი - 3.02 ლარი.

23 ოქტომბერს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან 60 მილიონი დოლარი გაყიდა, რის შემდეგაც, ლარი მცირედით გამყარდა, თუმცა, მომდევნო ორი დღე ეროვნული ვალუტა გაუფასურების ტენდენციას დაუბრუნდა.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან ჯამში 342 100 000 აშშ დოლარი გაყიდა. აქედან 173.4 მილიონი დოლარი მხოლოდ ოქტომბრის თვეში. ბოლო ორ კვირაში სებ-მა სამი სავალუტო აუქციონი გამართა.

კომენტარები