ლარის კურსი

$60 მილიონის გაყიდვის შემდეგ ლარი დოლართან 1.05 თეთრით გამყარდა, ევროსთან - 2.41 თეთრით

მას შემდეგ, რაც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვებიდან კიდევ 60 მილიონი დოლარი გაყიდა, ლარი დოლართან 1.05 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 2.41 თეთრით. 23 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7157 ლარია, ერთი ევროსი - 2.9273 ლარი. 

კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.79 ლარი ღირს, 1 ევრო - 3.01 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.75 ლარია, ევროსი - 2.96 ლარი.

რუსული კანონის მიღების შემდეგ ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან ჯამში 342 100 000 აშშ დოლარი გაყიდა. აქედან 173.4 მილიონი დოლარი მხოლოდ ოქტომბრის თვეში. ბოლო ორ კვირაში სებ-მა სამი სავალუტო აუქციონი გამართა.

კომენტარები