ჩვენ არასოდეს გვითამაშია ივანიშვილის თამაშები, ჩვენ არ გვახასიათებს ორგულობა, ჩვენ არ გვჩვევია პირფერობა. დიახ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იყო, არის და იქნება მიხეილ სააკაშვილის ერთგული და რაც მთავარია მისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის, ერთგული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების.
ამ კამპანიამაც გვაჩვენა, რომ ყველაზე მწირი რესურსით, დატყვევებული ლიდერით და ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მძიმე წნეხით მაინც ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა, მაინც თქვენ, მაინც 5 ნომერი არის მთავარი წინააღმდეგობის ფრონტი ივანიშვილის წინააღმდეგ.
ასე იყო 12 წელი, ასეა დღეს და ასე იქნება 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე, როდესაც ერთიანობით ვამარცხებთ ოცნებას.





