ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, თათია ნიკოლაშვილის თქმით, მას და მის თანაგუნდელებს გურიაში ე.წ. ზონდერები რუსულნომრიანი მანქანებით მიუგზავნეს.
"დღეს დილას რუსულნომრიანი მანქანებით ზონდერები ჰყავდათ მოგზავნილი. როცა ჩვენ ქუჩაში მივდიოდით, ბარიგობაში ბრალდებული და ნასამართლევი ადამიანები რუსულნომრიანი მანქანებით მოვიდნენ და შეურაცხყოფა მოგვაყენეს". - თქვა ნიკოლაშვილმა.
ნიკოლაშვილმა ასევე თქვა, რომ 23 ოქტომბერს, საღამოს მას და მის თანაგუნდელებს პლაკატების გაკვრის დროს თავს დაესხნენ.
"გურიაში ე.წ. მოჭიდავე ზონდერების მიერ ძალადობა გრძელდება. ამ ყველაფერს ძმები გეგეშიძეები ახორციელებენ. გურიაში მათი კონკრეტული წარმომადგენელი კი გუგა ცინცაძეა. გუშინ, 23 ოქტომბერს, საღამოს, როცა ჩვენი აქტივისტები პლაკატებს აკრავდნენ, ისინი რამდენჯერმე ჩამოუხიეს. პოლიციის გამოძახებიდან ზუსტად 4 წუთში კი ადგილზე სწორედ გუგა ცინცაძე მოვიდა. მან ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენა. იქ გაწევ-გამოწევა იყო". - განაცხადა ნიკოლაშვილმა.