არჩევნები 2024

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა თბილისში იმყოფება. გრეგოროვა სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ის 26 ოქტომბერს, ოფიციალური სადაკმვირვებლო მისიით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება.

ევროპარლამენტარი პოსტში 23 ოქტომბერს, ქართული ოცნების წინასაარჩევნო პარტიულ ღონისძიებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნების ბოლომდე, კომენტარს არ გააკეთებდა

"საპარლამენტო არჩევნების წინ, ბოლო დიდი წინასაარჩევნო ღონისძიება და დემონსტრაცია გაიმართა მის წინააღმდეგ. ახლა ჩამოვედი თბილისში ოფიციალური სადამკვირვებლო მისიით - შესაბამისად, კვირამდე არჩევნებზე კომენტარს არ გავაკეთებ.

უპირველესყოვლისა, მიეცით საშუალება, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი". - წერს გრეგოროვა X-ზე.

კომენტარები