ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კომედი შოუს მსახიობის ონისე ცხადაძის და მისი ძმის სახლიც გაჩხრიკა.
"გარაჟის დაშენებაში გვაქვს ნაქირავები, მე ყველა ანგარიში დაყადაღებული მაქვს, ჩემს ძმას ბანკის ვალები და ჩვენთან მოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. ჩაატარეს ჩხრეკა, ამოიღეს ყველანაირი ტექნიკა (ერთი წლის გაფუჭებული ლეპტოპიც) ჩემი ტელეფონის გარდა. ოქმი იყო ძალიან სასაცილო. ყველაფერზე ეწერა - ამოღებულია ლეპტოპი ყავისფერი ჩანთიდან, რომელიც იდო იატაკზე, ამოღებულია ტელეფონი, რომელიც იდო იატაკზე... ყველაფერი იატაკზე იდო. მაგიდა და კარადა არ გვაქვს სახლში და ფინანსური პოლიცია დაგვადგა, თან ისეთ ადგილას ვცხოვრობთ, ჩვენ თვითონ ძლივს ვაგნებთ და ამათმა საიდან გაიგეს სად ვცხოვრობთ, არ ვიცი" - წერს ახალი შაბათის შოუს ჯგუფის წევრი.
დილიდან ფინანსური პოლიცია სხვადასხვა ადამიანის საცხოვრებელ ფართს ჩხრეკს. მათ შორის, შევიდნენ Atlantic Council-ის ქართველი მკვლევრების - სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლებში.
- მითხრეს, რომ გაზის შესამოწმებლად იყვნენ, შემოვარდნენ და დაიწყეს ჩხრეკა - ბუზიაშვილი
- მითხრეს, რომ უკავშირდება კონტრაქტორ კომპანიას, წაიღეს ლეპტოპები და ტელეფონი - გელავა
ფინანსურმა პოლიციამ Mercatus Capital-ის დამფუძნებლის, ვალერი ტყეშელაშვილის მშობლების სახლის გაჩხრიკა. ტყეშელაშვილის თქმით, ჯერ უბნის ინსპექტორები ესტუმრნენ, შემდეგ კი ფინანსური პოლიცია, რომელთაც განუცხადეს, რომ ეჭვი აქვთ, "ქოლცენტრებთან დაკავშირებულ საქმიანობას ვეწევი, ადამიანი, რომელიც ბოლო 10 წელი საქართველოში არ ვიმყოფებოდი".





