თბილისის მერია

მერია: ზღვისუბნის პარკში დაზიანდა წყლის მილი, წყალმა ზედაპირული მიწა ბილიკზე ჩაიტანა

"სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეო მასალის საპასუხოდ გაცნობებთ, რომ ზღვისუბნის პარკში, რომელაშვილის ქუჩის მიმდებარედ, ფერდზე დაზიანდა წყლის ცენტრალური მილი, რის გამოც წყალმა ზედაპირული მიწა ჩამოიტანა საფეხმავლო ბილიკზე" - თბილისის მერია გვერდის ჩემი ქალაქი მკლავს გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება.

"შემთხვევის შესახებ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ აცნობეს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს (GWP) და წყალი რამდენიმე წუთში გადაიკეტა.

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს წყლის მილის შეკეთება და ტერიტორიის დასუფთავება" - წერია მერიის განცხადებაში.

კომენტარები