არჩევნები 2024

ივანიშვილი: თუ ადრე რაღაც მიმღებლობა ჰქონდათ, ომის შემდეგ აგრესია გამძაფრდა ჩვენდამი

ეს ძალა არის ძალიან დიდი ძალა, ძალიან დიდი რესურსის მქონე და ჩვენ ყველა მიმართულებით მივადექით, გინდაც ლგბტ პროპაგანდა, გინდაც სხვა, უამრავი რესურსის მქონე, მათ მიუწვდებათ ხელი ძალიან ბევრ ბიუროკრატზე სხვადასხვა განვითარებულ ქვეყნებში და აქ უნდათ, დააბრუნონ ეს ძალა, დააბრუნონ საკუთარი, ვისაც მართავდნენ და მეორე დღესვე გაჩაღდება ომი, არ იფიქროთ, რომ რაღაცას გაივლიან, ამის დრო აღარ არის, ისე გახურებულია იქ ეს თემა და უჭირს, ომის დროს ყველას უჭირს, იცით, ხო, ყველა მოცემულობა იცვლება ომის დროს, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია იქმნება, და შესაბამისად, ის ფასეულობები, რაც არსებობს, ყველაფრის გადასინჯვა უნდა და სხვანაირი სახელის დარქმევა უნდა.

ამ ფონზე, რა თქმა უნდა, აგრესია გამძაფრდა ჩვენდამი, თუ ადრე რაღაც მიმღებლობა ჰქონდათ ჩვენი, და მე ვცდილობდი, დამერწმუნებინა ჩვენი პატრნიორები, რომ ქართული ოცნება გააკეთებს ყველაფერს და გაატარებს ყველა ინტერესებს თქვენსას, ჩვენ ამ ძალას არ მოვუშვებთ, აქაა წინააღმდეგობა, მთელი ამ დროის განმავლობაში, კოჰაბიტაციიდან დაწყებული დღემდე, წინააღმდეგობა არის ეს, რაც გვაქვს. მაგრამ ეს იყო რბილ ფორმებში, არ იყო ანტაგონიზმი ჩვენ შორის, სანამ ომი არ დაიწყო, ომი რომ დაიწყო, ფორსირებულად წავიდა ყველაფრის გადასინჯვა.

ბიძინა ივანიშვილი TV იმედის ეთერში, "გლობალური ომის პარტიაზე".

კომენტარები