ქართული ოცნების აქცია

რუსთაველი ოცნების აქციამდე 1 დღით ადრე, სავარაუდოდ, სცენის დამონტაჟებისთვის გადაიკეტა

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიისა და ახალი ცენტრალური ოფისის გახსნაზე
ფოტო: ქართული ოცნება

ქართული ოცნების აქციამდე ერთი დღით ადრე, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.

როგორც ტაბულას თბილისის მერიაში უთხრეს, ქუჩის გადაკეტვის მიზეზი, სავარაუდოდ, სცენის დამონტაჟებაა.

მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამის დასკვნითი ღონისძიება ხვალ, 23 ოქტომბერს 19:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

თავდაპირველი ინფორმაციით, აქციის დაწყების დროდ 16:00 საათი იყო დასახელებული.

კომენტარები