ქართული ოცნების აქცია

კალაძე: ეს ის თაობაა, რომელიც არავის აპატიებს ძალადობას, დამცირებას, სიყალბეს

მე დარწმუნებული ვარ საქართველოს ევროპული მომავალი გარდაუვალია ამ ახალგაზრდობასთან, ამ თაობასთან ერთად. თქვენ ხართ თავისუფალი თაობა, რომელიც არასდროს მოითმენს ვინმეს მხრიდან ჩაგვრას; ეს არის ამაყი თაობა, რომელიც არასოდეს აიტანს ვინმეს მხრიდან დამცირებას; ეს არის გონიერი თაობა, რომელიც ვინმეს მხრიდან პროპაგანდირებულ სიცრუეს არასოდეს დაიჯერებს; ეს ის თაობაა, რომელსაც ვეღარავინ ეტყვის შავზე თეთრს და თეთრზე შავს.

ეს ის თაობაა, რომელიც არავის აპატიებს ძალადობას, არავის აპატიებს დამცირებას, არავის აპატიებს სიყალბეს და არცერთ პოლიტიკურ ძალას არ მისცემს გასაქანს, ვისი არსებობაც ამ მეთოდებზეა დამყარებული.

თქვა თბილისის მერმა კახი კალაძემ ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. შეკრების ოფიციალური მიზეზი საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომაა. არასამთავრობოები და ომბუდსმენი აქციაზე მისასვლელად საჯარო მოხელეებზე ზეწოლაზე მიუთითებენ.

კომენტარები