ქართული ოცნების აქცია

ბოკერია ოცნების აქციაზე: უფრო დიდი დემონსტრირება უძალობის და აგონიის რთული წარმოსადგენია

მოდი ჩამოვიყვანოთ ხალხი და მოვიტყუოთ თავი, ყველას ვუთხრათ, რომ რაღაც ძალა გვაქვს. იმიტომ, რომ როდესაც გამოცლილი გაქვს ყველა სხვა მორალური ღერძი, ასეთ ხავსს ეჭიდები. ამაზე უფრო დიდი დემონსტრირება უძალობის და აგონიის რთული წარმოსადგენია. მე არ ვგულისხმობს ადამიანებს, რომლებიც აიძულეს, რომლებმაც იციან, რომ თბილისში წაიყვანენ, ან სამსახურიდან გააგდებენ. მე ვგულისხმობ, სულისკვეთებას, ატმოსფეროს, გამოსვლებს - ივანიშვილის გამოსვლა იყო გვირგვინი. ეს არის უდავო ნიშანი გახრწნის, აგონიის და ფინიშის.

ამბობს მთავარი არხის ეთერში ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომას ეძღვნებოდა, რომლის როტაციაც ანბანის მიხედვით ყოველ 6 თვეში ხდება. აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები ორგანიზებულად ჩამოიყვანეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

კომენტარები