მოლდოვა

მაია სანდუმ მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხმების 42% აიღო

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ
REUTERS/Vladislav Culiomza/File Photo

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმების 42% აიღო. მეორე ადგილზე გავიდა პრორუსი პოპულისტი კანდიდატი, ალექსანდრ სტოიანოგლო, რომელსაც მოსახლეობის 26%-მა დაუჭირა მხარი. 

არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება. 

პარალელურად, მოლდოვაში გაიმართა რეფერენდუმი, რომელშიც მოსახლეობამ უპასუხა კითხვას: "უჭერთ თუ არა მხარს, კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ მოლდოვას სურს ევროკავშირის წევრობა?"  არსებული მონაცემებით, მოსახლეობის 50.46%-მა კითხვას დადებითად უპასუხა, 49.53% კი წინააღმდეგია. 

პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ბრიფინგზე თქვა, რომ ქვეყანაში "კრიმინალურმა დაჯგუფებამ" 300 000 ხმის მოსყიდვა სცადა. მისივე თქმით, კრიმინალური დაჯგუფებები "უცხოურ ძალებთან" ერთად მოქმედებდნენ. 

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ თქვა, რომ ქვეყანაში "კრიმინალურმა დაჯგუფებამ" 300 000 ხმის მოსყიდვა სცადა. მისივე თქმით, კრიმინალური დაჯგუფებები "უცხოურ ძალებთან" ერთად მოქმედებდნენ.

რეფერენდუმის პარალელურად, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური გაიმართა, სადაც პროდასავლელმა მაია სანდუმ ხმების 42% მოიპოვა. სანდუსთან ერთად მეორე ტურში პრორუსული პოპულისტური პარტიის კანდიდატი, ალექსანდრ სტოიანოგლო გადავიდა, რომელმაც ხმების 26% მოიპოვა. არჩევნების მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები